fbpx

ახალი პროდუქტი – გასაფერადებელი კოსმოსი

გასაფერადებელი კოსმოსი

გასაფერადებელი კოსმოსი: რამდენჯერ აგიხედავს ღამის ცაზე და დაგითვლია მოკაშკაშე ვარსკვლავები? ამ დროს ხვდები, თუ რამდენად ლამაზი და დაუსრულებელია ჩვენი სამყარო. შორიდან ჩვენ მხოლოდ ციმციმა, პატარა ვარსკვლავებს ვხედავთ და ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ რეალურად, ნებისმიერ ვარკვლავს სინათლის რამდენიმე წელიწადი გვაშორებს. და მთვარე? თითქოს პატარა ციური სხეული, რომელიც ზოგჯერ ისეთი ახლოს ჩანს, ხელის შეხება მოგინდება, არა და იგი დედამიწისგან გამაოგნებლად შორს იმყოფება.  წარმოდგენა რომ გაგიადვილდეთ, გეტყვით, რომ დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ სივრცეში, მზის სისტემის შვიდი პლანეტის ჩატევაც კი  შეგიძლიათ.

ვარსკვლავები
ვარსკვლავები

გინახავთ ბავშვი, რომელსაც არ აინტერესებს ცა, ვარსკვლავები, კომეტები და  მზის სისტემის პლანეტები? ალბათ ძალიან ცოტა. თითქმის ყველა ბავშვს აინტერესებს, თუ რა ხდება ცაში, სადღაც შორს, პლანეტებს შორის, რომელზეც მხოლოდ წიგნებიდან და მშობლების მიერ მოყოლილი ამბებიდან თუ მითებიდან სმენიათ. აინტერესებთ, არის თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე, მართლა არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და ა.შ. ამიტომაც არის, რომ ბავშვობის რაღაც ეტაპზე ნებისმიერ ბავშვს უჩნდება სურვილი გახდეს კოსმონავტი და კოსმოსური ხომალდით შემოიაროს სხვადასხვა პლანეტა.

კოსმოსის გასაფერადებელი
კოსმოსის გასაფერადებელი

სწორედ მათთვის, ვისაც უნდა, უფრო მეტი გაიგოს კოსმოსის, მზის სისტემის, პლანეტების სახელწოდებებისა და მათი  რომაული მითოლოოგიის პერსონაჟებზე, პარარამ შექმნა დიდი ზომის გასაფერადებელი და დიდ ფორმატზე გადმოიტანა მთელი კოსმოსი.

პარარა კოსმოსი
კოსმოსის გასაფერადებელი

პარარაგასაფერდაებელი კოსმოსი არის ზუსტად თქვენთვის, ვინც კოსმოსის გალაქტიკებით, პლანეტების კოლონიზაციით და გრავიტაციით ხართ დაინტერესებული და გსურთ, უფრო მეტი შეიცნოთ ჩვენი დაუსრულებელი სამყაროს შესახებ.

ჩვენი გასაფერადებლები საშუალებას გაძლევთ, რომ  თქვენს შვილებთან ერთად იმოგზაუროთ გასაოცარ, ამოუცნობ სამყაროში და ბავშვებთან ერთად, შემეცნებითად და შემოქმედებითად გაატაროთ დრო.

ka_GEGeorgian