fbpx

გასაფერადებელი მხატვრები

გასაფერადებელი მხატვრები

გასაფერადებელი მხატვრები. რამდენ თქვენგანს  უნატრია ბავშვობაში, რომ ისევე ოსტატურად შესძლებოდა ფანქრის ან ფუნჯის მოხმარება, როგორც გენიოს მხატვრებს? გიფიქრიათ, რას გრძნობდნენ ან რაზე ფიქრობდნენ მაშინ, როცა გენიალურ ნამუშევრებს ქმნიდნენ? მარტივი არ არის, შეიგრძნო გენიოსების  სამყარო, მაგრამ  მათი გაცნობა ნამდვილად შესაძლებელია!

ლეონარდო, რემბრანტი, რაფაელი, პიკასო, მოდელიანი, კანდინსკი, კლიმტი, ვან გოგი, სეზანი, დეგა, მონე –  ეს იმ მცირე ჩამონათვალი იმ გენიოსი ხელოვანებისა, რომელთაც პარარას დიდი ზომის მხატვრების გასაფერადებლებში შეხვდებით. თუმცა, შეხვედრაც არის და შეხვედრაც – გაიცნო და თავად ეზიარო სხვადასხვა მიმდინარეობის და პერიოდის ნამუშევრებს, ეს მხოლოდ პარარასთან ერთად არის შესაძლებელი.  როგორ? საქმე ის არის, რომ გასაფერადებლებში შეგიძლიათ, თითოეული შავ-თეთრი კონტური, სადაც გენიალური ნამუშევრებია გამოკვეთილი, თავადვე გააცოცხლო და აღმოჩნდეს პიკასოს, კლიმტის, ვან გოგის ან ნებისმიერი სხვა გენიოსის ადგილას.

წარმოიდგინეთ, რა მაგარია, როცა შეზღუდულიც კი არ ხარ ფერების არჩევაში – შეგიძლიათ, ორიგინალის იდენტური ფერები გამოიყენოთ ან საერთოდაც თავდაყირა დააყენოთ ყველაფერი, გენიოსების ნამუშევრები საკუთარი ინტერპრეტაციით გააფერადოთ. ყველაფერი თქვენზე და თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული – სცადე, იქნებ ვან გოგის „მზესუმზირების“ შენეული ვერსია უკეთესი აღმოჩნდეს; ან იქნებ გინდა, პიკასოს „არლეკინი და მისი მეგობარი გოგონა“ უფრო პოზიტიურ შინაარსს ატარებდეს?!

გასაფერადებელი მხატვრები
გასაფერადებელი მხატვრები

წარმოსახვითი უნარი ყველა ადამიანს თავისებური, განსხვავებული და მრავალფეროვანი აქვს, მთავარია, გამოვნახოთ მისი წარმოჩენის გზები. დღეს, როცა ყველა, დიდიც და პატარაც ძალიან დიდ დროს ატარებს სახლში, ერთსა და იმავე გარემოში, მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს ისეთი აქტივობები, რომლებიც შემეცნებითად და ემოციურად დატვირთავს ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს; როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მეგობრებთან ერთად დროის გატარების დეფიციტი, სოციალური აქტივობების ნაკლებობა და გაჯეტებთან  ურთიერთობა,  განსაკუთრებულად საზიანოა  მოზარდებისთვის;  სწორედ ამის საპირწონედ შეგვიძლია, მოვიმარჯვოთ პარარას დიდი ზომის გასაფერადებლები, ფერადი ფანქრები და ბავშვებთან ერთად გავაფერადოთ სამყაროს გენიოსების მიერ შექმნილი შთამბეჭდავი ნამუშევრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GEGeorgian