fbpx

გაფერადება და ბავშვის განვითარება

გაფერადება

გასაფერადებლების, ფერადი ფანქრების, ხატვისა და გაფერადების სიყვარული ბავშვებში საკმაოდ პატარა ასაკიდან იწყება. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც 1-2 წლის ასაკიდან არ გასჩენოდა სურვილი, ხატვის და გაფერადების. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, გაფერადებისკენ მიდრეკილება ბავშვის განვითარების აუცილებელი ეტაპია.

მოგეხსენებათ, მოტორული უნარები უმნიშვნელოვანესია ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში და აღმოჩნდა, რომ სწორედ გაფერადებას აქვს შეუცვლელი როლი მოტორიკის განვითარებისა და გამდიდრებისთვის.

ფსიქოლოგების თქმით,  ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა, გაფერადება, გართობასთან ერთად, მათ გონებრივ, მოტორულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე „ზრუნავს“, ეხმარება უკეთ აღიქვან ფერები და ფორმები, აჩვევს შემოქმედებით აზროვნებას და ამდიდრებს წარმოსახვის უნარს. არსებობს რიგი კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც ბავშვები, რომლებიც ხშირად აფერადებენ გასაფერადებლებს, სხარტი გონებით გამოირჩევიან და ნერვული დარღვევებისგანაც დაცულნი არიან.

ეს მარტივი აქტივობა, რომელსაც ბავშვი ფანქრის ან ფუნჯის მონოტორული მოძრაობით ასრულებს, ასწავლის მას სხვადასხვა ფერის დამოუკიდებლად არჩევას და აჩვევს ფერების სხვადასხვა სცენასთან მორგებას, რაც ბავშვებს ფორმების და გარშემო სამყაროს აღქმაში ეხმარება.

სწორედ ამიტომ იქმნება პარარას სხვადასხვა თემით გაჯერებული, შემეცნებითი, დიდი გასაფერადებლები, რომელიც ბავშვებს, გაფერადების პროცესში უვარჯიშებს კონცენტრაციისა და წარმოსახვის უნარს, ასევე ეხმარება ინტელექტუალური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GEGeorgian